ქართული სუფრა ბოთლში

თუ უნიკალურ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებ.

ქართულ ტრადიციებზე შთაგონებული უნიკალური ხელნაკეთი სუვენირი.
მინის ბოთლში მოთავსებულია პატარა მაგიდა, დამზადებული მუხის ხისგან, რომელზეც განთავსებულია ქართული სუფრისა და კულტურის სიმბოლოები.

შესაძლებელია კომპოზიციის აწყობა სითხის გარეშე, რათა სურვილის შემთხვევაში თავად შეავსოთ სასურველი სასმელით ან დააძველოთ მუხის ეფექტით.

პროდუქტის შესახებ

ქართული სუფრა ბოთლში

მუხის ხე

ჩვენი კომპოზიციებისთვის ვიყენებთ სპეციალურად დამუშავებულ მუხის ხეს, რომლისგანაც მზადდება უნიკალური ხელნაკეთი ნაკეთობები, რომლებიც ქმნის გამორჩეულ ქართულ სტილს.

ხელნაკეთი

თითოეული ბოთლი ინდივიდუალურად, ხელით იქმნება, რის შედეგადაც დეტალებში მცირე განსხვავებები ბუნებრივია და სწორედ ეს ხდის თითოეულ ნამუშევარს უნიკალურს.

კომპოზიცია

სუვენირი მზადდება მხოლოდ შეკვეთით და არ იყიდება როგორც ალკოჰოლური სასმელი — იგი წარმოადგენს დეკორატიულ კომპოზიციას, რომელშიც ქართული ტრადიციაა გადმოცემული.

გალერეა

ხელნაკეთი ნამუშევრები