
ქართული სუფრა ბოთლში - 750 მლ
მეტის ნახვა
მინის ბოთლში მოთავსებულია მუხის ხისგან დამზადებული ტრადიციული მრგვალი მაგიდა, რომელიც ერთ ფეხზე დგას და ძველი ქართული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. მაგიდაზე წარმოდგენილია ქართული სუფრის სიმბოლოები — მწვადი, პური, ყველი, ღვინის დოქი, ყანწი, ჭიქა და დოლი.
ეს ხელნაკეთი კომპოზიცია აცოცხლებს ქართული სტუმართმოყვარეობის, ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების ატმოსფეროს. თითოეული დეტალი სიყვარულითა და სიზუსტით არის შექმნილი, რათა ერთ ბოთლში გაერთიანდეს ქართული კულტურა, ისტორია და ხელოვნება.
ბოთლს მოყვება ბრენდირებული ჩანთა, ორი არყის ჭიქა და ბოთლის სადგამი - სრულყოფილი ნაკრები, რომელიც მას გამორჩეულ და დასამახსოვრებელ საჩუქრად აქცევს.